Just another WordPress.com site

Archive for the ‘გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები’ Category

გალილეო გალილეი

 

1564 წელს, როდესაც გალილეო დაიბადა, ადამიანები  სულ სხვაგვარად  ცხოვრობდნენ. ქალაქში, ტროტუარზე გავლას  ვერავინ ბედავდა, რადგან ბინძურ, ფეკალურ წყალს პირდაპირ  ფანჯრიდან  ღვრიდნენ  და ნაგავსაც ფანჯრიდან ყრიდნენ. მართლაც, ამაზრზენად იქცეოდნენ !  ამის გამო ბავშვებს შუა ქუჩაში,  ბაზრისკენ მიმავალ ხილ-ბოსტნეულით, კურდღლებითა და ქათმებით დატვირთულ ურმებს შორის უწებდათ თამაში  ჩვრის ბურთებით.

სამწუხაროდ იმ დროს  ომებიც ხშირად იყო, ამიტომ ხანდახან  შუბებითა და ძველებური თოფით შეიარაღებული  ჯარისკაცებიც ჩაივლიდნენ ხოლმე.

გალილეოს დროს ოკეანეში გემები უკვე დაცურავდნენ, მაგრამ მიწების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ აღმოეჩინათ, მსოფლიო საოცრებათა სკივრს ჰგავდა , სამყარო კი ყველაზე დიდი  გამოცანა იყო.

შეიძლება ახლა დაუჯერებელი გვეჩვენოს, მაგრამ ყველას ეგონა, რომ სამყაროს ცენტრს დედამიწა წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი პლანეტები და მზე მის გარშემო ბრუნავდნენ.

ეს უძველესი თეორია ბერძენი ფილოსოფოსების -არისტოტელესა და პტოლემეს გამოკვლევებს ეყრდნობოდა.

ეკლესია ამ მოსაზრებას იზიარებდა და ტუ ვინმე საწინააღმდეგო აზრის  გამოთქმას გაბედავდა , მწვალებლობას სწამებდნენ. იმ დროს კი მწამებლობასა და ჯადოქრობაში  მხილებულნი კოცონზე დაწვას ვერ აცდებოდნენ. ეს დიდი საშინელება იყო!

გალილეო პიზაში დაიბადა. ეს პატარა იტალიური ქალაქი მთელ მსოფლიოშია ცნობილი  თავისი დახრილი  კოშკით – მისი მნახველი იფიქრებს, სადაცაა წაიქცევაო.  როდესაც გალილეო წამოიზარდა, მშობლებმა ამ კოშკის სანახავად წაიყვანე. ბავშვი განცვიფრებული შესცქეროდა  საოცარ სანახაობას.

 ხედავ, როგორ აკვირდება ყველაფერს ჩვენი პატარა? – უთხრაუთხრა ქმარს გალილეოს დედამ. კარგია უპასუხა ქმარმა, – ეს ტვისება გამოადგება, როცა გაიზრდება და ექიმი გახდება.

გალილეოს მშობლებს ვინჩენცო და ჯულია ერქვათ. გალილეო მათი პირველი  შვილი იყო , რომლის დაბადებამაც ცოლ-ქმარს  უდიდესი სიხარული  მიანიჭა. მონათვლისას ბავშვს გალილეო დაარქვეს  და რადგან მამის ერთ-ერთი  გვარი  გალილეი იყო, მას სრული სახელი გალილეო გალილე  უწოდეს .

მოგვიანებით, მშობლებმა გალილეოს ხუთი და ძმა გაუჩინეს, იგი, როგორც უფროსი შვილი, ყველას მიმათ დიდ პასუხისმგებლობას  გრძნობდა .

რვა წლამდე გალილეოს განათლებაზე მშობლები ზრუნავდნენ ,  მამამისი მუსიკოსი იყო, თუმცა თავს ვაჭრობით ირჩენდა.  მან თავის პატარას ბარბითზე დაკვრაც კი ასწავლა, მაგრამ არ სურდა ,რომ გალილეო მუსიკოსი გამხდარიყო . ერჩივნა, ბიჭს მედიცინა შეესწავლა  და ცხოვრება უკეთ მოეწყო.

გალილეო  გონიერი, მორჩილი და გულთბილი  ყმაწვილი  იყო .  ძალიან უყვარდა ბავშვებთან თამაში  და გართობა.  მათგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა , მაგრამ ერთი გამორჩეული  თვისება ჰქონდა  –  ყველა მოვლენის მიზეზის ახსნას ცდილობდა . განსაკუთრებით  ულამაზესი , ვარსკვლავებით მოჭედილი ზაცა იპყრობდა  მის ყურადღებას.

ათი წლის იყო, როდესაც მშობლებს ფლორენციაში მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა. ბიჭი აღსაზრდელად ნათესავს  ჩააბარეს, მაგრამ მან მონასტერში  მოისურვა  სწავლის გაგრძელება. გალილეო ყოველთვის  მორწმუნე იყო , მაშინაც კი , როდესაც ეკლესია სდევნიდა. თუმცა ამაზე  მოგვიანებით მოგითხრობთ…

ყველაფერი  რასაც გარშემო ხედავდა, გალილეოს დიდ ინტერესს უძრავდა.

ერთხელ, მონასტრის წინამძღვარმა  პიზის ტაძარში წაიყვანა.

გალილეო მოჯადოვებული შეჰყურებდა ჭერში ჭაღს, რომელსაც ნიავი არხევდა, თან მის მოძრაობას ითვლიდა.

– რატომ ოოძრაობს ჭაღი  ერთნაირი სიხშირით? – იკითხა ჩაფიქრებულმა.

–  ოჰ, გალილეო შენ, როგორც  ყოველთვის  ღრუბლებში დაფრინავ , წამოდი მონასტერში დავბრუნდეთ, ბოსტანი მოვრწყოთ და შემდეგ ცოტა იმეცადინე , შეაწყვეტინა წინამძღვარმა.

რამდენიმე წელიწადში გალილეომ მამის რჩევით , მონასტერი დატოვა – მამამის უნდოდა,მისი შვილი ექიმი გამხდარიყო. ცოდნას მოწყურებული გალილეო უნივერსუტეტში შევიდა, მაგრამ მედიცინის შესწავლა მალევე გადაიფიქრა, რადგან მიხვდა, რომუფრო მეტად მათემატიკა იტაცევდა.  გალილეოს არც თავისი პირველი გატაცება ასტრონომია არ დავიწყებია. მან უამრავი წიგნი წაიკითხა, მათ შორის იყო ნიკოლოზ კოპერნიკისა. ეს პოლონელი  ასტრონომი გასაოცარ რამეს ამტკიცებდა: დედამიწა და  სხვა პლანეტები არა მარტო  საკუთარი ღერძის, არამედ მზის გარშემოც  ბრუნავენო. ამ მოსაზრებამ გალილეო  დააფიქრა.

მის სიბეჯითემ შედეგი გამოიღო და გამოიგონა  ჰიდროსტატიკური სასწორი, რომლითაც შესაძლებელი იყო  სხეულის წონის განსაზღვრა.

მოგვიანებით სხეულის ვარდნის ექსპერიმენტმა  გაიტაცა. ამ ცდის ჩასატარებლად იგი  პიზის კოშკზე ავიდა და იქიდან ერთნაირი  ფორმისა დამოცულობის, მაგრამ განსხვავებული წონის ბურთები გადმოყარა. მოხდა საოცრება- ორივე ბურთი ერთდროულად დავარდა მიწაზე გალილეო თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ დაფუძველს უყრიდა მექანიკას, ფიზიკის სფეროს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნების მოვლენები მათემატიკურ წესებს ემორჩილება.

დრო სწრაფად გადიოდა. გალილეომ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა- ცოლად შეირთო ვენეციელი გოგონა, მარინა. სამი შვილი შეეძინა: ვირჯინია, ლივია და ვინჩენცო. გალილეო ოჯახს დიდ დროს უთმობდა და კვლევებისთვის ძველებურად აღარ ეცალა. მხოლოდ პატარების დაძინების შემდეგ ახერხებდა, სხვენში ასულიყო და თავის ექსპერიმენტებზა ემუშავა. გააუმჯობესა საკუთარი თეორიები ქანქარისა და სხეულთა თავისუფალი ვარდნის შესახებ. ერთხელ მეგობარმა წერილით შეატყობინა, რომ ჰოლანდიაში არსებობდა აპარატი რომლითაც საგნების დანახვა შორ მანძილზეც შეიძლებოდა. გალილეიმ შეიძინა ეს ხელსაწყო, საფუძვლიანად შეისწავლა, მისი და სხვა მასალებით  გამოიგონა სამზერი მილი, რომელსაც შეეძლო საგლის ვიზუალურად  15- ჯერ გაზრდა.

   ეს ისტორიაში პირველი ტელესკოპი იყო ამ პრიმიტიული ტელესკოპით ზეცაზე დაკვირვების დროს  გალილეომ უამრავი საოცრება აღმოაჩინა: მთვარის მთიანი ზედაპირი, იუპიტერისა და მარსის თანამგზავრები, სატურნის რკლები, ვენერას ფაზები… თავად მზესაც კი ლაქები ქონდა და საკუთარ ღერძზე ბრუნავდა! გალილეო წლების განმავლობაში ღამეებს ათენებდა რათა სამყაროს დაჰკვირვებოდა და საჭირო ჩანაწერები გაეკეთებინა.

ვენეციაში მოგზაურობის დროს მან მოიწვია დიდი ჰერცოგი და სხვა დიდგვაროვნები, რათა მათთვის თავისი გამოგონება ტელესკოპი ეჩვენებინა ყველანი სან მარკოს ეკლესიის სამრეკლოზე ავიდნენ და ამ უცნაური მილიდან გახედეს არემარეს, დიდმა ჰერცოგმა იგი ოკეანისკენ მიმართა და აღრფთოვანებულუ დარჩა. მას შეეძლო 10მილის(1მილი= 1.852კმ) დაშორებით მცურავი გემებიც კი დაენახა!

გალილეომ ჰერცოგს შეთავაზა ვარსკვლავების დანახვა მას კი ტელესკოპი მთრის გემების მოულოდნელად თავდასასხმელად მოეწონა . გალილეოს იმედი გაუცრუვდა დიდი ჰერცოგი ვერაფერს მიხვდა. მისთვის ტელესკოპი რომლის მეშვეობითაც მთელ სამყაროზე დაკვირვება იყო შესაძლებელი, მხოლოდ სამხედრო იარაღს წარმოადგენდა .

პიზაში დაბრუნებულმა გალილეომ მალე დაივიწყა  ჰერცოგის სიტყვები  დ ღამღამობით მუშაობა განაგრძო. იგი არასდროს ყოფილა საკუთარ მოსაზრებაში  ასე დარწმუნებული.  ციური სხეულის  მდებარეობას  გულდასმით სწავლობდა  და რვეულში ღნიშნავდა  ერთ დღესაც მიხვდა, რომ  ყველა ის აღმოჩენა უდაო ჭეშმარიტება იყო  და წამოიძახა  არისტოტელე და პლტოლემე ბრძენი ადამიანები იყვნენ  მაგრამ, ცდებოდნენ,  რადგან დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი ! კოპერნიკი მართალს ამბობდა ! დედამიწა და პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ ! მზეა სამყაროს ცენტრი! იგი დარწმუნდა, რომ მზე სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა.

     

გალილეიმ თავისი სენსაციური კვლევების  შესახებ რამდენიმე   წიგნი  დაწერა. მართალია, მორწმუნე იყო და ბიბლიასაც პატივს ცემდა, მაგრამ თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ახალი აღმოჩენა ხალხისთვის გაეცნო.

სამწუხაროდ მისი ნაშრომები  წმინდა ინკვზიციამ ჩაუვარდა ხელში, რომლის მოვალეობაც   ეკლესიის მოწინააღმდეგეთა გამოაშკარავება და  ხშირად მათი ულმობელი  წამება გახლდათ.

ინკვიზიტორებს  დიდად არ ესიამოვნათ, რომ გალილეო ჰელიოცენტრიზმს ემხრობოდა.

მალე გალილეოს მწვალებლობაში  დასდეს ბრალი.  იგი ინკვიზიციის წინაშე წარსდგა . მართალია, გალილეო ღრმად იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში, მაგრამ კოცონზე რომ არ დაეწვათ, იძულებული გახდა ეთქვა რომ ცდებოდა.

სასამართლო კმაყოფილი დარჩა, თუმცა გალილეოს ბოლო სიტყვები არავის გაუგია . მან ჩაიჩურჩულა:  – ის მაინც არსებობს  ,

ამის მერე გალილეოს ხალხში გამოჩენა ეკრძალებოდა, ცხოვრების ბოლო წლებში მისი ჯარმთელობა შეირყა, ნელ-ნელა კარგავდა თვალის ჩინს. იმედგაცრუებულს, მხოლოდ კლემენტესთან  ურთიერთობა ანუგეშებდა , რომელიც მისი უერთგულესი მეგობარი იყო . ისინი ხშირად საუბრობდნენ  სამყაროს საოცრებებზე.